ეს კაცი ასე ილოცავს
ღმერთო, მაჩვენე
ყანები
ამ სარწყავთ მონაყანები
ღმერთო დამასწარ
ზაფხულსა,
ფქვილს ამ წისქვილზედ
დაფქულსა.
ყოვლად წმიდაო,
დამადევ
წყლულზედ წამალი
სამთელი.
შემაძლებინე,
აღვანთო
მე შენს წინაშე
სანთელი.
დავით გურამიშვილი
No comments:
Post a Comment