* * *
ვისაც არ უყვარს
მშობელი დედა
ის მის მაგიერ
ვის შეიყვარებს?
ვისაც სძულს თავის
სახლი და კარი
ვინღა გაუღებს
სამოყვროდ კარებს?
აკაკი წერეთელი
* * *
თუ საფუძველი
კარგია ძველი
წუნს როგორ დასდებს
ხუროთმოძღვარი?
ეცდება კიდეც,
რომ ზედ ააგოს
საშვილიშვილოდ
წმიდა ტაძარი!
აკაკი წერეთელი
ცა ქუდად, მიწა ქალამნად
(ნაწყვეტი)
არ იქნებოდა,
შენს შვილებს
ერთხელაც არ ეფალავნათ,
მამულო, ციხედ
გაშენეთ
და ჩვენ გედექით
გალავნად.
ქვესკნელს ჩავსულვარ
ვარძიად,
ცად ავვარდნილვარ
ხერთვისად,
მეც მისვამს წყალი
ალგეთის,
ხერკორძულისა
მცხეთისა.
შოთა ნიშნიანიძე
* * *
„კარგი ვარ“,
იმას ნუ იტყვი,
თავს ნუ დაუწყებ
ქებასა,
კარგი ჩვენც მოგვეწონება,
ცუდი არც თავის
დედასა.
ხალხური
No comments:
Post a Comment