![]() |
| დავით გურამიშვილი |
ღმერთს ვაქებდეთ!
ღმერთმან ქვეყნად
რაც მოჰფინა, ყველა ჩვენთვის განაჩინა;
თვალ-მარგალიტ,
ოქრო, ვერცხლი, სპილენძი თუ ქვა და რკინა;
ჭიაც ჩვენთვის
ამუშაკა, ჭიჭნაური აპარკინა...
ვსტიროდეთ თუ
ვიცინოდეთ; ვლექსობდეთ თუ ანუ ვზმიდეთ,
ღმერთს ვაქებდეთ,
ღმერთს ვამკობდეთ, ღმერთს დიდებას შევასხმიდეთ
ღმერთს მივცემდეთ
მადლობასა, პურს ვსჭამდეთ თუ წყალსა ვსმიდეთ!
დავით გურამიშვილი

No comments:
Post a Comment